„რუსთავის წყალი“ ქალაქისთვის მნიშვნელოვან სარეაბილიტაციო პროექტებს ასრულებს

„რუსთავის წყალი“ ტაშკენტის და შარტავას ქუჩებზე, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, მნიშვნელოვან სარეაბილიტაციო პროექტებს დაგეგმილი გრაფიკის შესაბამისად ასრულებს. „რუსთავის წყალის“ ინფორმაციით, კომპანიამ ტაშკენტის ქუჩაზე წყალსადენის ქსელის 0.5 კმ-ზე მეტი სიგრძის მონაკვეთი სრულად შეცვალა და ევროსტანდარტის შესაბამისი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები დაამონტაჟა. შედეგად, ტაშკენტის ქუჩის და მე-20 მიკრორაიონის მოსახლეობის წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.
სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა შარტავას ქუჩაზეც. წყალსადენის ქსელის ძველი მონაკვეთი ახლით შეიცვალა და ევროსტანდარტის შესაბამისი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დამონტაჟდა. შარტავას ქუჩაზე წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, სულ 0.3 კმ სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი იცვლება. კომპანიამ აღნიშნულ სარეაბილიტაციო პროექტებში 0.5 მლნ ლარი დახარჯა. მიმდინარე წლის მანძილზე, ,,რუსთავის წყალი“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს რუსთავის 30 ქუჩაზე ჩაატარებს და 20 კმ-ზე მეტი ქსელი შეიცვლება. 2017 წელს, წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის განახლებისთვის, ,,რუსთავის წყალი“ 5 მლნ ლარის, ინვესტიციას ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები