შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ ახალი ტექნიკა შეიძინა

შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ ახალი ტექნიკა შეიძინა. დასუფთავებისთვის განკუთვნილი მანქანები დედაქალაქის მასშტაბით განთავსებული ნაგავშემკრები კონტეინერების დასაცლელად გამოიყენება და მოძველებულ, მწყობრიდან გამოსულ ტექნიკას ჩაანაცვლებს.
თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, 29 ერთეული მძიმე ტექნიკიდან კონტრაქტორმა კომპანიამ 15 მანქანა შპს „თბილსერვის ჯგუფს“ უკვე მიაწოდა.
სექტემბრის შუა რიცხვებამდე კი ქალაქში, ეტაპობრივად, დარჩენილი ნაწილიც შემოვა.
ახალი ტექნიკის პრეზენტაციას დღეს თბილისის მერი დავით ნარმანია, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელები და თანამშრომლები დაესწრნენ.
„ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი ძალიან სანიმუშო და სუფთა ქალაქი, თუმცა ახალი ტექნიკის გამოყენებით შევძლებთ, რომ კიდევ უფრო მეტად დალაგებული და მოწესრიგებული დედაქალაქი გვქონდეს. შევიძინეთ რა 29 ერთეული ტექნიკა, პირველი პარტია უკვე მივიღეთ და შემდგომ ორ თვეში მივიღებთ, ასევე, დანარჩენ მანქანებსაც, რითაც კიდევ უფრო გაუმჯობესდება ჩვენი ავტოპარკი, კიდევ უფრო უკეთესი აღჭურვილობა გვექნება იმისათვის, რომ უკეთესი, მოწესრიგებული და დალაგებული ქალაქი გვქონდეს,“- განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები