უახლოესი დღეების განმავლობაში, ტემპერატურა სავარაუდოდ 40 გრადუსს მიაღწევს

უახლოესი დღეების განმავლობაში, ტემპერატურა 40 გრადუსს მიაღწევს. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 2-3 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა აღმოსავლეთ საქართველოს ბარში შეიძლება +38°-ის, ხოლო დასავლეთ საქართველოს დაბლობში – 40°-ის ფარგლებში აღინიშნოს.
სააგენტოს ცნობით, ყველაზე მაღალი ტემპერატურა 2-3 ივლისს დასავლეთ საქართველოში მარტვილში 2005 წელს , 42 ℃, აღმოსავლეთ საქართველოში – გარდაბანში 1991 წელს 38,5 ℃ , ხოლო თბილისში – 1991 წელს 36.5 ℃ დაფიქსირდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები