მატარებლების მწარმოებელი შვეიცარიული კომპანია “შტადლერ რეილ ეი ჯი” საქართველოში ქარხნის აშენებას გეგმავს

შვეიცარული კომპანა “შტადლერ რეილ ეი ჯი” გამოხატავს მზადყოფნას, საქართველოში თავისი შვილობილი კომპანია გახსნას, – აღნიშნულის შესახებ მემორანდუმშია აღნიშნული, რომელსაც კომპანიის პრეზიდენტმა პიტერ შპულერიმ და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ მოაწერეს ხელი.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მსოფლიოში მატარებლების მწარმოებელი ლიდერი შვეიცარული კომპანია “შტადლერ რეილ ეი ჯი” საქართველოში ვაგონმწარმოებელი და ვაგონშემკეთებელი ქარხნის აშენებას გეგმავს.
“მემორანდუმით, კომპანია გამოხატავს მზადყოფნას, განახორცელოს საქართველოში ინვესტიცია, გახსნას თავისი რეგიონული შვილობილი კომპანია, რომელიც მატარებლებს და მატარებლის ვაგონებს ააწყობს და ექსპლუატაციაში გაუშვებს. ქარხანა შეძლებს როგორც ახალი მატარებლების და მატარებლის ვაგონების წარმოებას, ისე სარემონტო სამუშაოების ჩატარებას და იმუშავებს ადგილობრივ ბაზარზე. ასევე ტექნიკური და კომერციული მიზანეწონილობის მიხედვით საექსპორტო შეკვეთებზე. საქართველოს მთავრობა გამოხატავს მზადყოფნას კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხელი შეუწყოს კომპანიის მიერ პროექტის განორციელებას”, – განმარტავენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები