ბორჯომ-ბაკურიანის მატარებელი რელსებიდან გადავიდა

ბორჯომ-ბაკურიანის მატარებელი რელსებიდან გადავიდა. როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, ტექნიკური პრობლემა მალევე აღმოიფხვრა და შედეგად არავინ დაშავებულა.
„ერთ-ერთ მოსახვევში ლიანდაგი დაიწია და მატარებელი ჩავარდა. ინციდენტი მალევე აღმოიფხვრა.
ამ ეტაპზე, ე.წ კუკუშკა მგზავრთა გადაადგილებას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს“, – განაცხადა საქართველოს „რკინიგზის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დაჩი ცაგურიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები