ქუთაისში ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის ავტომატური სადგური დაამონტაჟეს

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ქ.ქუთაისში ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი უახლესი ავტომატური სადგური დაამონტაჟა.
როგორც „კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, ავტომატური სადგურის საშუალებით, ქუთაისში დამაბინძურებელი ნივთიერებების უწყვეტი, 24-საათიანი ონლაინ მონიტორინგი განხორციელდება, რომელიც მონაცემებს  გარემოს ეროვნულ სააგენტოს ავტომატურ რეჟიმში გადაცემს.
ატმოსფერულ ჰაერში ნახშირჟანგის (CO); აზოტის ჟანგეულების (NOx, NO, NO2); გოგირდის ორჟანგის (SO2); მიწისპირა ოზონისა (O3) და მტვრის სხვადასხვა ფრაქციის შემცველობა განისაზღვრება
მიღებული მონაცემები ყოველდღიურად გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე www.meteo.gov.ge განთავსდება.
ამინდი | meteo.gov.ge
მეტეო საშუალებას გაძლევთ, მოიპოვოთ ხარისხიანი ფაქტიური და პროგროსტიკული ინფორმაცია ამინდის, ჰიდროლოგიის, გეოლოგიის, გარემოს დაბიძურების, საშიში სტიქიური მოვლენების და ა.შ საქართველოს ტერიტორიაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები