ბათუმის საავადმყოფოში, ავარიის შედეგად, 23 წლის გოგონა გარდაიცვალა

23 წლის გოგონა, რომელიც ბათუმში  მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დღეს გარდაიცვალა.
შემთხვევა 21 ივნისს, ჭავჭავაძის ქუჩაზე მოხდა. დაშავებული ახალგაზრდა სხვადასხვა მძიმე ტრავმებით ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები