“შტადლერ რეილ ეი ჯი” საქართველოში ვაგონშემკეთებელი ქარხნის გახსნის პერსპექტივას შეისწავლის

კომპანია “შტადლერ რეილ ეი ჯი” საქართველოში ვაგონშემკეთებელი ქარხნის გახსნის პერსპექტივას შეისწავლის.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკის მინისტრი და კომპანიის პრეზიდენტი შესაბამის მემორანდუმს ხელს დღეს მოაწერენ.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს საქართველოში კარგი საინვესტიციო გარემოს არსებობის დადასტურებაა.
“კომპანია შეისწავლის საქართველოში ინვესტიციის შესაძლებლობებს. კომპანიას აქვს განზრახვა, რომ საქართველოში გახსნას ვაგონშემკეთებელი ქარხანა. ვფიქრობთ, რომ ასეთი დონის კომპანიის მხრიდან ეს გადაწყვეტილება არის ძალიან მნიშვნელოვანი დასტური იმის, რომ საქართველოა საინვესტიციო გარემო არის მიმზიდველი ისეთი მაღალი პროფილის და მაღალი რეპუტაციის კომპანიებისთვის, როგორიც გახლავთ შტადლერ რეილი. ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ დღეს ვიწყებთ ამ ძალიან მნიშვნელოვან თანამშრომლობას”, – აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები