იანოშ ჰერმანი: საკონსტიტუციო სასამართლომ ქვეყნის კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა
„20 წელზე მეტია, რაც საქართველოში საკონსტიტუციო სასამართლო აქტიურად მუშაობს. ამ ხნის განმავლობაში მან მთავარი როლი შეასრულა ქვეყნის კონსტიტუციის დაცვაში“, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა იანოშ ჰერმანმა ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოების მე-17 საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ამასთან, იონოშ ჰერმანმა საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაში საკონსტიტუციო სასამართლოს მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„20 წელზე მეტია, რაც საქართველოში საკონსტიტუციო სასამართლო აქტიურად მუშაობს. ამ ხნის განმავლობაში მან მთავარი როლი შეასრულა ქვეყნის კონსტიტუციის დაცვაში. ყოველთვის იყო ძალაუფლების გადანაწილების, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების დაცვის გარანტორი. საკონსტიტუციო სასამართლომ არა ერთი გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც პირდაპირ უკავშირდებოდა დემოკრატიულ მმართველობას და ასევე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ქვეყნის კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზებაში. მიუხედავად ზეწოლისა და მღელვარებებისა, მან შეინარჩუნა პროფესიონალიზმის მაღალი ხარისხი გადაწყვეტილებების მიღებისას. ამ კონგრესის საქართველოში ჩატარება არის ამ ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოს დონის და პოტენციალის აღიარება,“ – განაცხადა იანოშ ჰერმანმა.