პატრიარქი აბიტურიენტებს დალოცავს
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 2 ივლისს აბიტურიენტებს დალოცავს.
როგორც საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, უწმინდესი აბიტურიენტებს სამების საკათედრო ტაძარში, წირვის შემდეგ დალოცავს.