კახეთის შვიდ რაიონში სეტყვასაშიში ღრუბლის მასები განეიტრალდა

სსსტც „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ 29 ივნისს, ღამის საათებში, კახეთის შვიდ რაიონში დასავლეთიდან შემოსული 205 კმ2 საერთო ფართობის ფრონტალური ტიპის სეტყვასაშიში ღრუბლის მასები გაანეიტრალა, რისთვისაც გასროლილი იქნა 40 ერთეული რაკეტა.
რეგიონში ღრუბლის მასებმა შემოსვლა დასავლეთის მიმართულებიდან 28 ივნისის საღამოს, 11:30 საათიდან დაიწყო და ეტაპობრივად მოიცვა საგარეჯოს, გურჯაანის, თელავის, ახმეტის, ლაგოდეხის, სიღნაღის და ყვარლის რაიონები.
კრიტიკულ ეტაპზე, სეტყვის მოსვლის ალბათობამ 80 % შეადგინა, მოსალოდნელი მარცვლების ზომა 30 მმ იყო. ღამის 2:00 საათიდან 3:00 საათამდე ღრუბლები 40 ერთეული რაკეტით დამუშავდა.
დამუშავების შედეგად, აღნიშნულ რაიონებში ნალექის უდიდესი ნაწილი ინტენსიური წვიმის სახით ჩამოიცალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები