ნაძალადევში კარდიოლოგიური ცენტრის მიმდებარე ტერიტორია კაპიტალურად შეკეთდა

ნაძალადევის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, კაპიტალური სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა გუდამაყრის ქ. #4-ში, წინამძღვრიშვილის სახელობის კარდიოლოგიის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე.
პროექტის ფარგლებში, მოეწყო ბორდიურები და ორი ფენა ასფალტის საფარი დაიგო 1935 კვ.მ ფართობზე. საგზაო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე.
„ამ პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია, როგორც კლინიკის პაციენტებისა და პერსონალისთვის, ისე შენობის მეორე ნაწილში მცხოვრები მოსახლეობისთვის. შენობაში 120 ოჯახი ცხოვრობს – დევნილები და სოციალურად დაუცველები. დღეიდან მათი საცხოვრებელი გარემო ბევრად გაუმჯობესდება. ასევე ვგეგმავთ პროექტის მეორე ნაწილის განხორციელებას და დარჩენილი წრიული გზის კაპიტალურ რეაბილიტაციას“, – განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა.
კარდიოლოგიური ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 155 000 ლარი გამოიყოფა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები