კამპანიას -“სუფთად ევროპისკენ” მედიის წარმომადგენლები შეუერთდნენ

გარემოს დაცვის სამინისტროს კამპანიას – “სუფთად ევროპისკენ“ მედიის წარმომადგენლები შეუერთდნენ, რომლის ფარგლებშიც ტვ „იმედის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების მასშტაბური აქცია გაიმართა. სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, აქციაში მონაწილეობა ტვ „იმედის“ , „მაესტროსა“ და „ჯი-დი-ეს“-ის წარმომადგენლებმა მიიღეს.
კამპანია -„სუფთად ევროპისკენ“ სამინისტრომ გაზაფხულზე დაიწყო, სადაც ჩართული იყო სხვადასხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო სტრუქტურები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სამინისტროები, ადგილობრივი თვითმმართველობები, მუნიციპალიტეტები, ბიზნესისა და კერძო კომპანიების წარმომადგენლები, მოხალისეები, უნივერსიტეტები, საჯარო სკოლები, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები – მსახიობები, მომღერლები, სპორტსმენები. კამპანიის ფარგლებში, დასუფთავების აქციები მთელი საქართველოს მასშტაბით ეტაპობრივად გაიმართა.
კამპანიის მხარდამჭერია: შვედეთის მთავრობა; „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/”დედამიწის მეგობრები – საქართველო“; საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“.
კამპანიის მიზანია ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, სუფთა და ჯანმრთელი საცხოვრებელი გარემოს შექმნა, მოსახლეობის გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის გაზრდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები