თბილისის მერია ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით 3-დან 27 ივლისის ჩათვლით სპეციალურ დროებით მარშრუტს დააწესებს

თბილისის მერია ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, 3-დან 27 ივლისის ჩათვლით, 4 სპეციალურ დროებით მარშრუტს დააწესებს. ავტობუსები მგზავრებს სტანდარტული ტარიფით – 50 თეთრად მოემსახურებიან. დროებით მარშრუტებზე მუნიციპალური ტრანსპორტი შემდეგი სქემით იმოძრავებს:

– მეტრო „ახმეტელის თეატრი“ – 175-ე საჯარო სკოლა. მოძრაობას დაიწყებს გობრონიძის ქუჩიდან, მოუხვევს დუმბაძის გამზირზე და მგზავრებს მუხიანის მე-3 მ/რ-ში 175-ე საჯარო სკოლასთან მიიყვანს. ავტობუსი უკუმიმართულებითაც იგივე მარშრუტს გაივლის.

– მეტრო „ახმეტელის თეატრი“ – 39, 173 და 177-ე საჯარო სკოლები. მოძრაობას დაიწყებს ხიზანიშვილის ქუჩიდან, მარჯვნივ შეუხვევს ნანეიშვილის ქუჩაზე, გაივლის 39-ე და 173-ე საჯარო სკოლებს და კეცხოველის ქუჩით, 177-ე საჯარო სკოლასთან მივა. ავტობუსი მეტრო „ახმეტელთან“ ნანეიშვილისა და ბოჭორიშვილის ქუჩების გავლით დაბრუნდება.

– მეტრო „ვარკეთილი“ – 117-ე საჯარო სკოლა. ავტობუსი გაივლის ჯავახეთის ქუჩას, მობრუნდება „ვარკეთილის ხიდებამდე“, მარჯვნივ შეუხვევს შუამთის ქუჩაზე და მოძრობას 117-ე საჯარო სკოლასთან დაასრულებს. უკუმიმართულებით კი, შუამთის, კალოუბნისა და ჯავახეთის ქუჩების გავლით კვლავ მეტრო „ვარკეთილთან“ დაბრუნდება.

– მეტრო „სამგორის“ ზედა გასასვლელი – 103-ე საჯარო სკოლა. მოძრაობას მეტრო „სამგორის“ მიმდებარედ კახეთის გზატკეცილიდან დაიწყებს, შეუხვევს კაკაბეთის ქუჩაზე და მგზავრებს ყვარლის მოედანზე 103-ე საჯარო სკოლასთან მიიყვანს. უკუმიმართულებით ავტობუსი კაკაბეთისა და რამიშვილის ქუჩების გავლით კახეთის გზატკეცილზე დაბრუნდება და მოძრაობას მეტრო „სამგორის“ ზედა გასასვლელთან დაასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები