თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია  ”თელასის” ცნობით, აღნიშნულის მიზეზი სარემონტო სამუშაოებია.
“ჩუღურეთის რაიონში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის, უზნაძის, რომის, ჭოროხის, კიევის, ჯავახიშვილის, წინამძღვრიშვილის და აბაშიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
”კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ”, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები