მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის 16 წლამდელი კალათბურთელების გუნდი საქართველოს ჩემპიონი გახდა

თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის 16 წლამდელი კალათბურთელების გუნდი წელს საქართველოს ჩემპიონი გახდა. როგორც კალათბურთის მწვრთნელმა ომარ ლებანიძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, გუნდი წინა წლებში მე-9 ადგილს იკავებდა, თუმცა ბევრი შრომისა და მოზარდების მონდომების შედეგად გუნდმა ეროვნულ ჩემპიონატში გაიმარჯვა.
“წელს გავხდით საქართველოს ჩემპიონები. ბევრი შრომა დაგვჭირდა, 2 წელია, რაც სერიოზულად მოვკიდეთ ხელი მომზადებას. წინა ხარვეზები გამოვასწორეთ და მომზადებული დავხვდით ჩემპიონატს“, – განაცხადა საქართველოს დამსახურებულმა მწვრთნელმა კალათბურთში ომარ ლებანიძემ.
მოზარდებს წარმატებები ჰქონდათ ჭადრაკშიც. საქართველოს ჩემპიონი ჭადრაკში 16 წლამდელთა კატეგორიაში წელს სალომე სანიკიძე გახდა.
“დღეს დაახლოებით 150 ბავშვი მეცადინეობს ჭადრაკს სექციაში. ჩვენი ბავშვები მონაწილეობენ ყველა იმ ასაკობრივ ტურნირში, რომელსაც საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია ატარებს. სალომე სანიკიძე გახდა საქართველოს ჩემპიონი 16 წლამდელთა კატეგორიაში. ასევე  ბევრი პრიზიორები გვყავს სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში“, – განაცხადა საერთაშორისო დიდოსტატმა ჭადრაკში დავით გურგენიძემ.
მისივე თქმით, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის პრიორიტეტად ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენა რჩება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები