მთელი საქართველოს მასშტაბით, 3 ათასზე მეტი ვიდეოკამერის დაყენება იგეგმება

მთელი საქართველოს მასშტაბით, 3 000 ათასზე მეტი ვიდეოკამერის დაყენება იგეგმება, – ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ  შალვა ხუციშვილმა პარლამენტში განაცხადა.
​მისი თქმით, კამერების დამონტაჟების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრო პირველი სამი თვის განმავლობაში, მძღოლებისთვის ვიდეოჯარიმების გაზრდას ელოდება.
„დღევანდელი მონაცემებით, წელიწადში 300 ათასი ვიდეოჯარიმა ფიქსირდება და ყოველი 100 ჯარიმიდან მხოლოდ 70-ის ჩაბარება ხდება. ამიტომაც, ახალი წესით, საგზაო მოძრაობის დამრღვევ მძღოლს ჯარიმის შესახებ ინფორმაცია მოკლე ტექსტური შეტყობინებით გაეგზავნება.
ამ შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში მოქალაქე სარგებლობს საშეღავათო პერიოდით და თუ ამ პერიოდში გადაიხდის ჯარიმას მას ჯარიმის ოდენობა 20% -ით შეუმცირდება. თუ ამ ხნის განმავლობაში დამრღვევი მძღოლი არ გადაიხდის, მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტრო საჯარიმო ქვითარს ფოსტის მეშვეობით გაუგზავნის. თუ კი ფოსტის მიერ ორჯერ გაგზავნის შემთხვევაშიც მძღოლი საჯარიმო ქვითარს არ ჩაიბარებს, მაშინ სამინისტრო შესაბამის ვებგვერდზე ატვირთავს ამ საჯარიმო ქვითარს და გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს ქვითარი ჩაბარებულად ჩაითვლება”, – განაცხადა ხუციშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები