დედაენის ბაღში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

საქართველოში წარმოებული აგრარული პროდუქციის პოპულარიზაციისა და რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიერ წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვას მართავს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 29 ივნისს, თბილისში, 12:00 საათიდან დედაენის ბაღში გამართულ, გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობას საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან აგროპროდუქციის მწარმოებელი კოოპერატივები მიიღებენ. გამოფენა-გაყიდვის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება თაფლი და თაფლის პროდუქტები, ღვინო, ჩაი, ყველი, ხილი და ბოსტნეული.
დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები