ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები გურიაში შეხვედრებს განაგრძობენ

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე უწყების სხვა წარმომდგენლებთან ერთად გურიასა და აჭარაში ვიზიტს განაგრძობს. ვიზიტის ფარგლებში ისინი გურიის რეგიონის ხელმძღვანელობას შეხვდებიან.
გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობაზე ისაუბრეს. განიხილეს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში არსებული მიმდინარე პროექტები, ასევე სამსახურსა და გურიის მხარის თანამშრომლობის შედეგად არსებული სტატისტიკური მონაცემები, ასევე ისაუბრეს ინოვაციური ჯგუფის მუშაობის შედეგებზე.
შეხვედრას ესწრებოდა გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, გუბერნატორის მოადგილე ქეთევან მოისწრაფიშვილი, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე, დირექტორის პირველი მოადგილე ნიკოლოზ კვეზერელი, იურიდიული დეპარტამენტის უფროსი მიხეილ ხურციძე, რეგიონალური დეპარტამენტის უფროსი მალხაზ თოფურია, ვეტერანების სამსახურთან არსებული სათათბირო – საკონსულტაციო ჯგუფის წევრი აკაკი ვაშაკიძე და ვეტერანების სამსახურთან არსებული სათათბირო – საკონსულტაციო ჯგუფის წევრი დოდო გუგეშაშვილი.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი თანამშრომლებთან ერთად ჩოხატაურსა და ლანჩხუთის რაიონში მცხოვრებ ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებსაც შეხვდა. ვლადიმერ იმნაძემ დამსწრეებს უწყების საკანონმდებლო ინიციატივები და სამსახურში მიმდინარე პროექტები წარუდგინა. ვეტერანებსა და უწყების დირექტორს შორის საუბარი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და ვეტერანთა წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრის გზებს შეეხო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები