ავლაბარში, საეჭვო ჩანთაში ქალის ტანსაცმელი აღმოჩნდა

ავლაბარში, გონაშვილის ქუჩაზე, სადაც გამნაღმველები ასაფეთქებელ ნივთიერებას ეძებდნენ, განგაში ცრუ აღმოჩნდა – ჩანთაში ასაფეთქებელი ნივთიერების ნაცვლად, ქალის ტანსაცმელი იყო. გონაშვილის ქუჩაზე მოძრაობა უკვე სრულად აღდგა.
მეტრო „ავლაბრის“ მიმდებარე ტერიტორია ცოტა ხნის წინ გადაკეტილი იყო. ადგილზე პოლიცია და გამნაღმველები იყვნენ მობილიზებულნი.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საპატრულო პოლიციამ მიმდებარე ტერიტორია 112 -ში შესული შეტყობინების საფუძველზე გადაკეტა. თვითმხილველების განცხადებით, მათ ქუჩაზე დილის 9-ის ნახევრისთვის ჩანთა შენიშნეს და სამართალდამცველები გამოიძახეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები