რუსთავში მამაკაცმა ერთი ლეკვი მოკლა, მეორე კი დაჭრა

რუსთავში მამაკაცმა ე.წ. ტირის თოფით, ერთი ლეკვი მოკლა, მეორე კი დაჭრა. ფაქტს თვითმხილველები შეესწრნენ და მომხდარის შესახებ სამართალდამცველებს აცნობეს.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით, რაც ცხოველისადმი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს. ცნობისთვის, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, რუსთავში ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ორი შემთხვევა დაფიქსირდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები