ნატოს საინფორმაციო ცენტრში კლიმატის ცვლილებების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ევროკავშირის კლიმატის დიპლომატიის კვირეულის ფარგლებში, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში მედიის წარმომადგენლებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გრიგალავამ და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, იანოშ ჰერმანმა მიმართეს.
ევროკავშირის წვლილი საქართველოს მიერ კლიმატის ცვლილების პარიზის შეთანხმების შესრულებაში, საქართველოს დაბალემისიებიანი განვითარების სტრატეგია და მერების შეთანხმება, კლიმატის ცვლილება და ჯანდაცვა – ეს ის მნიშვნელოვანი საკითხებია, რაზეც მედიის წარმომადგენლებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.
შეხვედრა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები