მოსკოვი-ბათუმის რეისი 9-საათიანი დაგვიანებით შესრულდა – მგზავრები თვითმფრინავის გაუმართაობაზე საუბრობენ

მოსკოვი-ბათუმის რეისი ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში 9-საათიანი დაგვიანებით შესრულდა. მგზავრების ინფორმაციით, კომპანია „ურალის“ ხაზების თვითმფრინავი გაუმართავი იყო. მათი თქმით, ტექნიკური გაუმართაობის გამო, თვითმფრინავი ბათუმის აეროპორტში ვერ დაჯდა, ამიტომ მფრინავი იძულებული გახდა, ჯერ „მინვოდის“ აეროპორტში ჩაფრენილიყო. ბორტზე ეკიპაჟის 6 წევრი და 156 მგზავრი იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები