„ქორთიარდ მერიოტში“ „კინგს კვადრატის“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართება

29 ივნისს, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ კინგსის ახალი პროექტის – „კინგს კვადრატის“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.

ღონისძიების ორგანიზატორთა ცნობით, ეს არის მათემატიკისა და ფიზიკის ოლიმპიადა სპეციალურად ამ საგნებზე ორიენტირებული სკოლების მოსწავლეებისთვის. „კინგს კვადრატი“ პირველად 2017 წლის გაზაფხულის სეზონზე ჩატარდა და მასში 7 ფიზიკა-მათემატიკური სკოლის მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. აღსანიშნავია, რომ პროექტი ამ სკოლების სურვილის საფუძველზე შეიქმნა და კინგსმა, დირექტორებთან თანამშრომლობით, შექმნა სპეციალურად მათზე ორიენტირებული ოლიმპიადა, ვინც ფიზიკასა და მათემატიკას გაძლიერებული პროგრამით სწავლობს. „კინგს კვადრატის“ მთავარი მიზანი ამ მოსწავლეების სტიმულირება და მათი როლის დაფასებაა საგანმანათლებლო სივრცეში. კინგსი არ ტოვებს უყურადღებოდ მათ ინტერესს ფიზიკისა და მათემატიკის მიმართ, სწორედ ამიტომ ქმნის რესურსს, რომ გამოავლინონ საკუთარი ცოდნა და იყვნენ დაფასებულნი მთელი ქვეყნის მასშტაბით. ახალი თაობის ხელშეწყობა, მოტივირება და საზოგადოებისთვის გაცნობა არის ის, რის სამსახურში დგომაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია.

ღონისძიებას სკოლის დირექტორები, ცნობილი მათემატიკოსები და ფიზიკოსები, მშობლები და განათლების სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები