პროექტის – “ტყის მდგრადი მართვა საქართველოში” მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა გაიმართა

სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ პროექტის – „ტყის მდგრადი მართვა საქართველოში“ ფარგლებში, სატყეო სტრატეგიის ძირითადი პოლიტიკური საკითხების შესახებ იმსჯელეს. პროექტის მრჩეველთა საბჭოს წევრებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა და ავსტრიის საელჩოს სამხრეთ კავკასიის საკოორდინაციო ოფისის ხელმძღვანელმა, გერჰარდ შაუმბერგერმა მიმართეს.
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) მიერ სატყეო სექტორში განხორციელებული ინიციატივები, დარგში მიმდინარე პროცესები და ეროვნული სატყეო სააგენტოს ინსტიტუციური გაძლიერების საკითხები განიხილეს. ასევე, იმსჯელეს კრწანისის ტყე-პარკის დაცვისა და განვითარების შესაძლებლობებზე.
შეხვედრა CENN-ის ორგანიზებითა და ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისთვის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები