რუსთავში ფეხით მოსიარულეებს ავტომანქანა დაეჯახა

რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.  არსებული ინფორმაციით, “მერსედესის” მარკის ავტომანქანა ფეხით მოსიარულე ბებიას და შვილიშვილს მაშინ დაეჯახა, როდესაც ისინი გზაზე ფეხით გადადიოდნენ.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო – სამედიცინო ბრიგადა და საპატრული პოლიცია.

სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ქალი კლინიკა ,,რუსთავში” გადაიყვანა, ბავშვი კი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოშია მოთავსებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები