გიგი უგულავა ნიკა მელიას – ამ საწყალ ზალიკოსაც ჩაიყოლებთ

თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში ყოფილ თანაგუნდელ ნიკა მელიას აკრიტიკებს.

“ბრიყვი დაასაქმე და უკან მიყევიო” ამ პერსონაჟზეა ნათქვამი. თვითკრიტიკულიც ვარ – მე გავუხსენი მას ნაცმოძრაობის კარი, მაგრამ უტიფრობა არ მისწავლებია.

პ.ს. მე შაირი არ მინდოდა … არც თქვენთან დავას ვაპირებ. ჩვენი ფოკუსი ივანიშვილი და მისი კორუმპირებული ბალაგანია. იმის მაგივრად, რომ მეორე ტურისთვის ერთმანეთისკენ გზები ბოლომდე არ დაგვეწვა, წარსულის უმეცარ ფალსიფიკაციას ეწევით. თქვენი არჩევანია, ჩვენ წინ ვიყურებით, თქვენ ჩარჩით წარსულში და ამ საწყალ ზალიკოსაც ჩაიყოლებთ” -წერს გიგი უგულავა ფეისბუქზე.

“ჩვენ ისეთი ადამიანები მოგვშორდნენ რიგებიდან, რომელსაც ვერასოდეს მოვიშორებდით, როგორც დრომ აჩვენა, ისინი ღირებულებებისა და ფასეულობების ერთგულნი არ იყვნენ”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები