თბილისი-ბათუმის მატარებლით მგზავრობა ძვირდება

თბილისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავი მატარებლით მგზავრობა ძვირდება. “საქართველოს რკინიგზის” ინფორმაციით, ივლისი-აგვისტოს პერიოდში, ბათუმის მიმართულებით მოძრავი ყველა მატარებლის ბილეთის ფასი გაიზრდება.
შვეიცარული კომპანია „შტადლერის“ ორსართულიანი ელექტრომატარებლის პირველი კლასის ბილეთი, ნაცვლად 35 ლარისა, 60 ლარი ეღირება. მეორე კლასის ბილეთის ფასი კი, 18 ლარის ნაცვლად, 25 ლარი გახდება.
ასევე, იზრდება ფასები ბათუმის მიმართულებით მოძრავ ღამის მატარებელზეც. პირველი კლასის ბილეთის ღირებულება 25 ლარის ნაცვლად, 40 ლარი იქნება. ხოლო მეორე კლასის ბილეთის ფასი 18 ლარის ნაცვლად, 24 ლარი გახდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები