ყოველწლიური ფესტივალი „ქობულეთობა 2017“ 30 ივნისს გაიმართება
30 ივნისს, ქობულეთში ყოველწლიური ფესტივალი „ქობულეთობა 2017“ გაიმართება. ღონისძიება ქობულეთის მუნიციპალიტეტის, განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის ორგანიზებით ჩატარდება. ფესტივალთან დაკავშირებით, ქობულეთში ჩამოვლენ ოფიციალური პირები, ბლოგერები, ჟურნალისტები და უცხოეთიდან მოწვეული ფოტოგრაფები. ღონისძიებაზე დასასწრებად ქობულეთში ჩამოვლენ: უკრაინის, რუსეთის, ბელორუსიის, ლატვიის, პოლონეთის, სომხეთის წარმომადგენლები.დაინტერსებულ პირებს, „კვირა“ ფესტივალის პროგრამას უცვლელად სთავაზობს:
11:00 საათზე შეკრება გამგეობის წინ მოედანზე და პარკისკენ მსვლელობის დაიწყება.
12:00 საათი აღმაშენებელის ქ. (ცენტრალური პარკი); გედების ტბის მიმდებარე ტერიტორია;
13:00 საათი მემორანდუმის გაფორმება პოლონეთის ქალაქ ობორნიკთან;
13:30 საპატიო ქობულეთელების გამოვლენა;
14:00 სკოლის კურსდამთავრებულების 2016-2017 წლები ოქროს და ვერცხლის მედლის კანდიდატების დაჯილდოება;
14:30 საათი საბავშვო კონცერტი ამფითეატრში;
15:00 საათი ცნობილი ქობულეთელების პორტრეტების გამოფენა (მუსიკალური გაფორმება ჯაზ ბენდი);
16:00 საათი ადგილობრივი საწარმოების გამოფენა;
16:30 საათზე ფოლკლორის კონცერტი ამფითეტარში;
17:00 საათი ღვინის სახლში იმიტირებული ქორწილი, სოფლის კუთხეების გამოფენა;
19:00 საათი ფერების ფესტივალი პარკში; 20:00 საათი კონცერტი პარკში; (მეგი გოგიტიძე და მაგდა ვასაძე);
21:00 საათი ლელა წურწუმია / ნინო ჩხეიძე 22:30 Dj. ღონისძიების დასასრულს, გაიმართება „ფეიერვერკის შოუ“.