ბედიანის ბავშვთა ცენტრის აღსაზრდელები IV მექანიზებულ ბრიგადას ეწვივნენ

ვაზიანის IV მექანიზებულ ბრიგადას ბედიანის ბავშვთა ცენტრის აღსაზრდელები ეწვივნენ. ახალგაზრდებმა სამხედრო ბაზის ინფრასტრუქტურა, სამხედრო ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერეს. მოზარდები სიმულაციურ ცენტრსაც ესტუმრნენ.
თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, IV მექანიზებული ბრიგადის S2-ის სერჟანტმა, მამუკა მელაძემ ახალგაზრდებს გაცნობითი ბრიფინგი ჩაუტარა. ბედიანის ბავშვთა ცენტრის აღსაზრდელებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული გმირების მემორიალიც მოინახულეს. მოგვიანებით, მზრუნველობამოკლებულმა ბავშვებმა სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, „ჯარისკაცის ულუფაც“ დააგემოვნეს.
ბედიანის ბავშვთა ცენტრის აღსაზრდელების შეიარაღებულ ძალებში სტუმრობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები