ანა დოლიძე: პრეზიდენტი დაჰპირდა აფგან მუხთარლის მეუღლეს, რომ ამ საქმის განვითარებაზე მუდმივი მონიტორინგი გვექნება

„მუხთარლის გატაცება სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს ჩვენი სახელმწიფოსთვის, მისი სუვერენიტეტისთვის, დემოკრატიისთვის“, – ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ განაცხადა.
ასევე, როგორც მან აღნიშნა, პრეზიდენტი მუდმივად ჩართული იქნება ამ საქმის გამოძიების მიმდინარეობაში.
„პრეზიდენტი დაჰპირდა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის მეუღლეს, რომ ამ საქმის განვითარებაზე მუდმივი მონიტორინგი გვექნება.
მუხთარლის გატაცება სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს ჩვენი სახელმწიფოსთვის, მისი სუვერენიტეტისთვის, დემოკრატიისთვის, რადგან ეს არის სტუმარ-მასპინძლის ქვეყანა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა კითხვას, რომელიც აქვს დაზარალებულ მხარეს და ოჯახს, პასუხი გაეცეს დროულად. ეს კითხვებია – რატომ აწარმოებს გამოძიებას კვლავ შსს, რატომ არ აქვს მეუღლეს დაზარალებულის სტატუსი და ბევრი მნიშვნელოვანი ეჭვი. მნიშვნელოვანია, გამოძიებამ იმუშაოს ისე, რომ ოჯახი გამოძიების ეფექტურობაში დარწმუნდეს”,- განაცხადა ანა დოლიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები