გიორგი კვირიკაშვილი ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის მონაკვეთის გახსნის ღონისძიებას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის მონაკვეთის გახსნას დაესწრო.
ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დაწყებამდე, პრემიერ-მინისტრი გზის მშენებლობაში დასაქმებულებს შეხვდა და გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.
ამასთან, პრემიერმა პროექტის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
„მადლობას გიხდით გაწეული საქმიანობისთვის. მზეში დგახართ და გთხოვთ, ჩრდილისკენ გადაბრძანდეთ“, – მიმართა პრემიერ-მინისტრმა მუშებს.
ზესტაფონი-ქუთაისის მონაკვეთის მშენებლობის დასრულების შემდეგ, ექსპულატაციაში სრულად შევიდა ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის 56,5-კილომეტრიანი გზა. სამუშაოების ღირებულება 71 მილიონ ლარს და 22 მილიონ ევროს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოები იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით ხორციელდება. პროექტზე 360 ადამიანია დასაქმებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები