ახალციხეში ბენზინგასამართი სადგურის ოპერატორი დაჭრეს

ახალციხეში ბენზინგასამართი სადგურის ოპერატორი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, სოფელ წნისში ბენზინგასამართ სადგურს უცნობი პირი, დაყაჩაღების მიზნით, თავს დაესხა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სამართალდამცავებმა ბრალდებულის იდენტიფიცირება უკვე მოახდინეს. მომხდარზე კი გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები