გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და შვედეთის გარემოს დაცვის სააგენტოს შორის თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და შვედეთის გარემოს დაცვის სააგენტოს (SEPA) შორის თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. შვედეთის განვითარების სააგენტოს (SIDA) მხარდაჭერით მიმდინარეობს პროექტი „ნარჩენების მართვის ინტეგრირებული სისტემის განხორციელებისთვის შესაძლებლობების განვითარება და საჭირო ღონისძიებების მხარდაჭერა საქართველოში 2016-2019 წლებში, კერძოდ, სახიფათო და ბიოდეგრადირებადი ნარჩენების მართვის, ასევე მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების თაობაზე“.
ხელშეკრულებას ხელი მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა, შვედეთის ელჩმა საქართველოში მარტინა ქვივიმ და შვედეთის გარემოს დაცვის სააგენტოს წარმომადგენელმა ულრიხ ვესტმანმა მოაწერეს.
პროექტს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან ერთად ახორციელებს შვედეთის გარემოს დაცვის სააგენტო, რომელიც 2016 წლის 1 დეკემბერს დაიწყო და 2019 წელს დასრულდება. პროექტის ბიუჯეტი შეადგენს 9000000 შვედურ კრონას (926 000 ევრო).
ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით ზემოაღნიშნული პროექტის მიზანია ნარჩენების მართვის სისტემის ეტაპობრივი ჩამოყალიბებისა და განვითარებისთვის ნარჩენების მართვაში ჩართული უწყებების შესაძლებლობების გაძლიერება საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებით. ასევე, სახიფათო ნარჩენებით დაბინძურებული ადგილის ინვენტარიზაცია და შესაბამისი პროცედურების დანერგვა.
შეხვედრას საქართველოს „მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ და შპს “თბილსერვის ჯგუფის” წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები