„მომხმარებლების მიმართ იგეგმება ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია – ჩვენ მივესალმებით ასეთ ცვლილებებს“

“მომხმარებლების მიმართ იგეგმება ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია. ჩვენ მივესალმებით ასეთ ცვლილებებს”, – ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ეკა მიშველაძემ განაცხადა.
ეკა მიშველაძემ მედიას აღნიშნულ საკითხზე პრეზიდენტის ხედვა გააცნო.
“მომხმარებლების მიმართ იგეგმება ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია. ჩვენ მივესალმებით ასეთ ცვლილებებს. უბრალოდ, როდესაც არის საუბარი ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით, უნდა გავითვალისწინოთ რამდენიმე ფაქტორი. კერძოდ, პირველ რიგში, ის, როგორ განვიხილავთ ნარკომომხმარებლებს – ისინი არიან დამნაშავეები თუ სჭირდებათ დახმარება. ასევე, უნდა გავითვალისწინოთ ის განცდა, რომელიც არის საზოგადოებაში, რომ დღევანდელ ნარკოპოლიტიკას იყენებენ რეპრესიული მექანიზმებისთვის. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნარკომომხმარებლებისთვის კანონმდებლობა იყოს ლიბერალური, ხოლო მკაცრი ნარკოდილერებთან და გამსაღებლებთან მიმართებაში”,- განაცხადა ეკა მიშველაძემ. ​

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები