კრწანისში ქვეწარმავლების გავრცელების საწინააღმდეგოდ პრევენციული ღონისძიებები ჩატარდა

თბილისის ტურისტულ ზონაში, ნარიყალასა და ლეღვთახევში, ქვეწარმავლების გავრცელების საწინააღმდეგოდ პრევენციული ღონისძიებები ჩატარდა.
კრწანისის გამგეობისა და სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ერთობლივი აქციის ფარგლებში, აღნიშნული ტერიტორიები სპეციალური ხსნარით – რეპელენტით შეიწამლა.
შეწამვლის პროცესს ადგილზე ეცნობოდა კრწანისის გამგებელი. გიორგი კოპალეიშვილის განცხადებით, მსგავსი ღონისძიებები მთელი რაიონის მასშტაბით ტარდება.
„პრევენციული ღონისძიებებით, ჩვენ ვცდილობთ, დავიცვათ მოქალაქეთა და ვიზიტორთა უსაფრთხოება ქალაქში. ტერიტორიების რეპელენტით შეწამვლა-დამუშავება არის ქვეწარმავლებისგან დაცვის ყველაზე აპრობირებული მეთოდი და რაც მთავარია, ეს ნივთიერება საფრთხეს არ წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობისთვის“, – აღნიშნა კოპალეიშვილმა.
დედაქალაქში ქვეწარმავლების გავრცელება სეზონურად, ტემპერატურის მატებასთან ერთად დაიწყო, რის პარალელურადაც, ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან შესაბამისი ზომებია მიღებული. ამასთან, ქვეწარმავლის აღმოჩენის შემთხვევაში, მოქალაქეებს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს გამოძახება 112-ზე 24 საათის განმავლობაში შეუძლიათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები