საკრებულოში რაგბის ნაკრების 20 წლამდე წარმომადგენლებს უმასპინძლეს

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით, რაგბის ნაკრების 20 წლამდე წარმომადგენლებს უმასპინძლეს.
მიღება, რომელიც დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს დიმიტრი ყიფიანის სახელობის დარბაზში გაიმართა, გიორგი ალიბეგაშვილმა გახსნა და თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ მხარდაჭერილი სპორტული პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
სპორტსმენებს სიტყვით სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ, ქეთევან ჯოხაძემაც მიმართა და მათ დიდ სპორტში წარმატებები უსურვა.
შეხვედრის დასასრულს, საკრებულოს წევრებმა ახალგაზრდა სპორტსმენებს მადლობის სიგელები და საჩუქრები გადასცეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები