ირაკლი შოთაძე: ჩვენ ვითხოვთ მუხთარლის დაკითხვას და ამ დაკითხვაზე ჩვენი წარმომადგენლების დასწრებას

საქართველოს პროკურატურამ აზერბაიჯანელ კოლეგებს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის დაკითხვის და აზერბაიჯანში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობის თხოვნით მიმართა.
პროკურატურა მუხთარლის დაკითხვასაც ითხოვს.
როგორც ჟურნალისტებს საქართველოს მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ განუცხადა, აფგან მუხთარლის საქმეზე შსს-ში გამოძიება მიმდინარეობს, სადაც საკმაოდ ინტენსიური ღონისძიებებია ჩატარებული.
“აფგან მუხთარლის საქმეზე შსს-ში გამოძიება მიმდინარეობს, სადაც საკმაოდ ინტენსიური ღონისძიებებია ჩატარებული. დაკითხულია 100-ზე მეტი მოწმე, ამოღებულია გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერები. აფგან მუხთარლის ადვოკატს და ოჯახს მიეცა შესაძლებლობა, გასცნობოდნენ სისხლის სამართლის საქმის მასალებს და საქმეზე დართულ ჩანაწერებს. საქართველოს პროკურატურამ სამართლებრივი დახმარების თხოვნით მიმართა ჩვენს აზერბაიჯანელ კოლეგებს, ჩვენ ვითხოვთ მუხთარლის დაკითხვას, ამ დაკითხვაზე ჩვენი წარმომადგენლების დასწრებას და აზერბაიჯანში მისი სისხლის სამართლის საქმის მასალებს“, – განაცხადა შოთაძემ.
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც მოხდება მუხთარლის დაკითხვა და მოპოვებული იქნება ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც აზერბაიჯანში მის მიმართ მიმდინარეობს სისხლის სამართლის დევნა, მიღებული იქნება შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილება”, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები