თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს თბილისის ზოგიერთ უბანს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
კომპანია „თელასის” ცნობით, აღნიშნულის მიზეზი სარემონტო სამუშაოებია.
გლდანის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქერჩის, გმირი კურსანტების და ვეკუას ქუჩების მცხოვრებლებს. 11:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის III და IIIა მიკრორაიონების მცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VI მიკრორაიონის მცხოვრებლებს.
 
სამგორის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლილოს დასახლების, ბერიაშვილის, რაზიკაშვილის, ჭიჭინაძის და გუმათჰესის ქუჩების მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გრიგოლ ლორთქიფანიძის (ნაწილობრივ) ქუჩის მცხოვრებლებს.
 
ვაკის რაიონში 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის და ფალიაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.
 
კრწანისის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის დასახლების, სოფელ თელეთის (ნაწილობრივ), თელეთის, სურგულაძის, ჟორდანიას, ლომინაძის და ღოღობერიძის ქუჩების მცხოვრებლებს. 12:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის ქუჩის მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამხედრო ქალაქის, საექიმოს, დოდაშვილის, გუჯარეთის და პრეზიდენტ ბუშის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
საბურთალოს რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე მონაკვეთში 30 წუთით შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრის და ნოზაძის ქუჩის მცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოსტავას ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის I, III კვარტლების და პიკასოს ქუჩის მცხოვრებლებს. 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იოსელიანის, ახალშენის, ბალანჩივაძის და დოლიძის ქუჩების მცხოვრებლებს. 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზაქარიაძის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
 
ნაძალადევის რაიონში 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის ქუჩის მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამხედრო დასახლების, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის I, IV კვარტლების, ზღვისუბნის დასახლების Xა, Xბ კვარტლების, თემქის დასახლების IV მიკრორაიონის, ლაგურაშვილის, რომელაშვილის და ხევძმარის ქუჩების მცხოვრებლებს. 13:00 საათიდან 14:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ანაპის 414 დივიზიის ქუჩის მცხოვრებლებს.
 
ჩუღურეთის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), ცაბაძის და სანაპიროს ქუჩების მცხოვრებლებს.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები