,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ კრეათონის გამარჯვებული გუნდები დააჯილდოვა

დღეს, 26 ივნისს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ტექნოპარკში კრეათონის გამარჯვებული გუნდები გამოავლინა.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ წყალმომარაგების სფეროს განვითარებისთვის ტექნიკური ტიპის კრეათონი მეორედ ჩაატარა.
პროექტი 23 ივნისს დაიწყო და სტუდენტებში და კურსდამთავრებულებში დიდი ინტერესი გამოიწვია. კრეათონში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, კოლეჯი ,,სპექტრის“, ასევე სან დიეგოს, ტექნიკური და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტებმა მიიღეს მონაწილეობა.
გუნდებმა, gwp-ის მენტორებთან ერთად, წყალმომარაგების სფეროს 6 სხვადასხვა თემაზე იმუშავეს და პროექტები პრეზენტაციის სახით წარადგინეს.
ჟიურიმ ოთხი საუკეთესო, ინოვაციური იდეის მქონე გამარჯვებული გუნდი გამოავლინა და ფულადი პრემიით დააჯილდოვა. გამარჯვებულები კომპანიაში სტაჟირების პროგრამას გაივლიან, შემდგომი დასაქმების პერსპექტივით. ყველა სხვა მონაწილეს კი დიპლომი გადაეცემა.
I ადგილზე, საუკეთესო პროექტის ავტორი, აგრარული უნივერსიტეტის გუნდი – „გამბუზია“ გავიდა, რომელიც ასევე წინა წლის კრეათონის გამარჯვებული გუნდია.
II ადგილი – „სან“ – სან დიეგოს უნივერსიტეტი;
III ადგილი – „ფურიე“ – აგრარული უნივერსიტეტი;
IV ადგილი – „კრეატივი“ – საქართველოს ტექნიკური და აგრარული უნივერსიტეტები;
ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ, ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალური დირექტორი – გიორგი ცხადაძე, კომერციული დირექტორი – ირაკლი ბაბუხადია, სისტემებისა და პროცესების მართვის ოფიცერი – თენგიზ ამურველაშვილი, ასევე, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელი – გიორგი ზვიადაძე და აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი ელექტრო სისტემებისა და კომპიუტერული ინჟინერიის დარგში -აკაკი ფაღავა.
,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების სფეროს განვითარების მიზნით, მსგავსი ტიპის პროექტებს მუდმივად განახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები