პროკურორი – დაიკითხა ბიზნესმენი, რომელსაც გიორგი მამალაძემ, თითქოსდა პატრიარქის სამკურნალოდ, თანხა სთხოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდების მხარის ერთ-ერთი მოწმე, ბიზნესმენი დაიკითხა, რომელსაც დეკანოზმა მამალაძემ 7 ათასი ევრო სთხოვა. როგორც პროკურორმა ზვიად გუბელაძემ პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, დღეს დაკითხულ პირებს შორის იყო ბიზნესმენი, რომლის მოტყუებასაც ცდილობდა ბრალდებული მამალაძე, რათა, მას დეკანოზისთვის, თითქოსდა პატრიარქის სამკურნალოდ, თანხა ესესხებინა. მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც ბიზნესმენმა ეს თანხა არ მისცა, მამალაძემ 7 ათასი ევრო სესხის სახით აიღო.
„დღეს დაკითხულ მოწმეთა შორის ერთ-ერთი იყო ბიზნესმენი, რომლის სახლშიც ბრალდებული მამალაძე უსასყიდლოდ ცხოვრობდა. ამ პირმა განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც პატრიარქი წაიყვანეს ბერლინში, ბრალდებული მამალაძე დაუკავშირდა და 7 ათასი ევრო სთხოვა, თითქოსდა, პატრიარქის სამკურნალოდ სჭირდებოდა, რათა წაეღო გერმანიაში. რეალურად, სისხლის სამართლის საქმეში არსებობს მტკიცებულებები, კერძოდ, ფარული ჩანაწერები, სადაც ჩანს, რომ 7 ათასი ევრო მამალაძეს სჭირდებოდა ციანიდის შესაძენად და გერმანიაში გასამგზავრებლად. მას შემდეგ, რაც ბიზნესმენმა უარი უთხრა, მამალაძემ მოგეხსენებათ, ეს თანხა სესხის სახით აიღო”, – განაცხადა პროკურორმა ზვიად გუბელაძემ.
ციანიდის საქმეზე, შემდეგი სასამართლო სხდომა 29 ივნისს, 11.00 საათზე, კვლავ ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები