კუს ტბაზე, ლისის ტბასა და თბილისის ზღვაზე მიკრობიოლოგიური დაბინძურება არ დაფიქსირებულა

„ჩატარებული კვლევების მიხედვით, კუს ტბის, ლისის ტბისა და თბილისის ზღვის სინჯებში მიკრობიოლოგიური დაბინძურება არ დაფიქსირებულა“, – ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის სპეციალისტების დასკვნაშია აღნიშნული.
გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის სპეციალისტები მაისიდან სექტემბრის ჩათვლით, ლისის ტბის, კუს ტბისა და თბილისის ზღვის წყლის ხარისხს იკვლევენ. აღებულ სინჯებში განისაზღვრა ქიმიური და მიკრობიოლოგიური კომპონენტები, გარდა დაავადებათა გამომწვევი მაჩვენებლებისა, რომელთა კვლევა არ შედის სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში.
მაისის თვეში, თბილისის ზღვაზე, კუს ტბასა და ლისის ტბაზე სინჯების აღება საბანაო ზონის თითო წერტილში განხორციელდა. ჩატარებული ანალიზების შედეგების მიხედვით, განსაზღვრული 23 ქიმიური და 3 მიკრობიოლოგიური ინგრედიენტების კონცენტრაციებიდან ზღვრულად დასაშვებ მნიშვნელობას მხოლოდ ლისის ტბაში აღემატებოდა, რაც ამ ტბის ფონურ შემცველობად შეიძლება ჩაითვალოს. მაისის თვეში ჩატარებული კვლევების მიხედვით, კუს ტბის, ლისის ტბისა და თბილისის ზღვის სინჯებში მიკრობიოლოგიური დაბინძურება არ დაფიქსირებულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები