სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ფერმერებს კონსულტაციები გაუწიეს

პროექტის-„მობილური ექსტენცია“ ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ფერმერებს კონსულტაციები გაუწიეს. მათ წალკის, ახალქალაქის და ნინოწმინდის სოფლების მცხოვრებლებს მეფუტკრეობის, ვეტერინარიის, მებოსტნეობის, მეკარტოფილეობის და მცენარეთა დაცვის საკითხებზე ინფორმაცია მიაწოდეს. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა ფერმერების ნაკვეთები და ფერმერული მეურნეობები დაათვალიერეს, ადგილზე გაეცნენ მათ პრობლემებს და დახმარება გაუწიეს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ პროექტი “მობილური ექსტენცია” უკვე ორი წელია, რაც მიმდინარეობს და ამ ხნის განმავლობაში, სპეციალისტებმა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონი მოიარეს და ათასობით ფერმერს დაეხმარნენ. 2017 წლის პირველ ნახევარში სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა, პროექტის-„მობილური ექსტენცია“ ფარგლებში, საკონსულტაციო მომსახურება მცხეთა მთიანეთის – 14, ქვემო ქართლის – 27, შიდა ქართლის – 16, კახეთის – 22, იმერეთის- 15 სოფლის ფერმერებს გაუწიეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები