„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ პეკინის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დაასრულა

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ პეკინის გამზირზე, წყალმომარაგების ქსელზე მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დაასრულა – მოეწყო 1 კმ სიგრძის ტრანშეა და წყალსადენის 1 კმ სიგრძის ახალი ქსელი ჩალაგდა.

ასევე, წყალსადნის 160 მმ-იანი ქსელის 150 მეტრი სიგრძის მონაკვეთი სრულად განახლდა და 2 ახალი, ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დამონტაჟდა.
კომპანია ახალი ქსელის ექსპლუატაციაში გასაშვებად, გადაერთების სამუშაოებს, დღეს, ღამის 00:00 საათიდან განახორციელებს.
სამუშაობის მიმდინარეობისას, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი. აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს, 25 ივნისის ღამის 00:00 საათიდან, ხვალ, 26 ივნისის დილის 09:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:
საბურთალოს რაიონში
პეკინის გამზირის N 2, 4; იყალთოს ქუჩას.
წყალსადენის ახალ ქსელზე გადაერთების შემდეგ, აღნიშული ქუჩების მოსახლეობის წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით – http://www.gwp.ge
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები