კასპის მუზეუმში მოსწავლეთა ნახატების გამოფენა გაიმართა
კასპის გიორგი ხორგუაშვილის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის სამხატვრო გალერეაში ბავშვთა ნახატების გამოფენა მოეწყო.
ნახატების ავტორები სოფელ დოესის საჯარო სკოლის (პედაგოგი ნანა მარტინენკო) და კასპის სახელოვნებო სკოლასთან არსებული ხატვის წრის (პედაგოგი ნელი გოგოლაძე) მოსწავლეები არიან.
მოსწავლეებმა გამოფენა სასწავლო წლის დასრულებას მიუძღვნეს. მოსწავლეთა ნახატები სამხატვრო გალერეის ხელმძღვანელმა, მხატვარმა იორამ იმედაშვილმა შეაფასა და ბავშვებს წარმატებები უსურვა.