კახეთის შვიდ რაიონში 1000 კმ2 ზე მეტი საერთო ფართობის ღრუბლის მასები განეიტრალდა

სსსტც „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ 14-15 ივნისს კახეთის რეგიონში 1095 კმ2 საერთო ფართობის მქონე სეტყვასაშიში ღრუბლის მასები გაანეიტრალა, რისთვისაც სისტემამ 60-ზე მეტი რაკეტა გაისროლა.
ფრონტალურმა ღრუბლის მასებმა რეგიონში შემოსვლა საღამოს 20:30 საათიდან სამხრეთ-დასავლეთი მიმართულებიდან დაიწყო, მას დაემატა ადგილზე წარმოქმნილი შიდამასიური ტიპის ღრუბლის კერებიც და თითქმის მთლიანად მოიცვა ახმეტის, თელავის, გურჯაანის, ყვარლის, ლაგოდეხის, სიღნაღის და დედოფლისწყაროს რაიონები.
კრიტიკულ ეტაპზე, სეტყვის მოსვლის ალბათობამ 80 % შეადგინა. მოსალოდნელი მარცვლების ზომა 30 მმ იყო.
14 ივნისის 19:19 საათიდან 15 ივნისის დილის 09:01 საათამდე ღრუბლების დამუშავება რამდენიმე ეტაპად განხორციელდა. დამუშავება ჰაერში საფრენი აპარატების არსებობის გამო, შეზღუდვების პირობებში მიმდინარეობდა.
სარაკეტო ზემოქმედების შედეგად, შვიდივე რაიონში არსებული ნალექის სრული მასა წვიმის სახით ჩამოიცალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები