კასპში, ოკუპაციის მუზეუმს საქართველოში ლატვიის ელჩი სტუმრობდა

შპს „ბესიკ ნიპარიშვილი“ მრავალპროფილიან სკოლა-გიმნაზიას, სადაც ოკუპაციის მუზეუმია გახსნილი, ლატვიის ელჩი  საქართველოში იანის ზლამეცი სტუმრობდა. შეხვედრა  პროექტის ,,არა ოკუპაციას“ ფარგლებში გაიმართა.
ელჩმა საქართველოს მიმართ რუსულ აგრესიაზე, ასევე საკუთარი ქვეყნის გამოცდილებიდან, იმ საფრთხეებზე ისაუბრა,  რასაც რუსეთის მხრიდან, დემოკრატიული ღირებულებების მსურველი ქვეყანები ხვდებოდნენ.
ლატვიის ელჩთან შეხვედრას საქართველოს პარლამენტის წევრი, კასპის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი მეზურნიშვილი და კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა გოჩიტაშვილი ესწრებოდნენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები