მაკა ჩიჩუას ინიციატივით, ბოლნისში შშმ პირთა მშობლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა და არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია „მოძრაობა ცვლილებებისთვის”წარმომადგენლები დღეს ბოლნისს ესტუმრნენ.
მაკა ჩიჩუამ საინფორმაციო შეხვედრა ბოლნისში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობლებთან გამართა და შშმ პირებთან დაკავშირებული, რეგიონში არსებული პრობლემების შესახებ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.
„ბოლნისი უკვე მეხუთე რეგიონია, სადაც ჩამოვედით. ეს პროგრამა ემსახურება იმ მშობლების ინფორმირებას, რომლებსაც ჰყავთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილები. გვინდა, რომ ინფორმაცია გავცვალოთ ერთმანეთში, ჩვენ ჩვენი გამოცდილება გავუზიაროთ. დედებს, რომლებიც ჩემთან ერთად არიან, კოალიცია აქვთ, ისინი გაერთიანდნენ და ძლიერი თემი ჩამოაყალიბეს.
გადავწყვიტეთ, რომ მოვიაროთ მთელი საქართველო და დედებს, რომლებსაც აქვთ თავისი კითხვები, გაჭირვება, რომელსაც ვერ უზიარებენ სხვა ადამიანებს და არ იციან, როგორ გადაჭრან პრობლემები, ამ პრობლემების გადაჭრაში დავეხმაროთ”,- განაცხადა მაკა ჩიჩუამ.
შეხვედრას ბოლნისის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
დღესვე, მაკა ჩიჩუა ბოლნისის კულტურის სახლს ეწვია და ბოლნისის სასულიერო გიმნაზიის კურსდამთავრებულების მიერ დადგმულ თეატრალურ წარმოდგენას დაესწრო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები