“ამბავი 500 ბოლნელისა”- გამსახურდიას ისტორიული ნოველა ბოლნისის კულტურის სახლის სცენაზე გაცოცხლდა

ბოლნისის იოანე ბოლნელის სახელობის სასულიერო გიმნაზიის 12 კლასის კურსდამთავრებულებმა საზოგადოებას 500 ბოლნელის მოწამეობრივი ამბავი სპექტაკლით ამცნეს. კონსტანტინე გამსახურდიას ისტორიული ნოველის მიხედვით სპექტაკლი პირველად დაიდგა, რომლის რეჟისორიც სასულიერო სკოლის დირექტორი დეკანოზი პეტრე კვარაცხელია იყო.
თემურ ლენგის შემოსევების შედეგად 500 ბოლნელის წამების ფაქტები ქართულ წერილობით წყაროებში თითქმის არსად არის მოხსენიებული, მხოლოდ კონსტანტინე გამსახურდიას ნოველაში, რომელიც დღეს მოსწავლეებმა წარმოადგინეს.
სპექტაკლს დღეს საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე და ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით შერაზადიშვილი და ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემი ესწრებოდნენ.
სტუმრებმა მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები