საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მთავრობის ახალი მინისტრები წარადგინა

საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მთავრობის ახალი მინისტრები წარადგინა. მთავრობის წევრები ელისეს სასახლეში პრეზიდენტის ადმინისტრაციის გენერალურმა მდივანმა ალექსის კოლერმა დაასახელა.
როგორც კოლერმა განაცხადა, საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს ჯერარ კოლომბი დაიკავებს, იუსტიციის მინისტრის პოსტს კი ფრანსუა ბაირუ. საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ივ ლე დრიანი იქნება, ეკონომიკის სამინისტროს კი ბრუნო ლე მერი უხელმძღვანელებს.
ეკოლოგიის მინისტრად კოლერმა ნიკოლა ულო დაასახელა, ხოლო თავდაცვის მინისტრად სილვი გულარი. რიშარ ფერანი იქნება ტერიტორიული ერთობის მინისტრი, ანიეს ბუზინი – ჯანდაცვის მინისტრი, ფრანსუაზ ნისენი – კულტურის მინისტრი, მურიელ პენიკო – შრომის მინისტრი, ჟან-მიშელ ბლანკე – განათლების მინისტრი, ჟაკ მეზარი – სოფლის მეურნეობის მინისტრი.
აღსანიშნავია, რომ 16 მაისს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მემარჯვენე, „რესპუბლიკელების“ დეპუტატი ედუარ ფილიპი საფრანგეთის პრემიერ-მინისტრად დანიშნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები